იური უშაკოვი - ვფიქრობ, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი საკმაოდ მალე ჩამოვლენ მოსკოვში

უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხი ადგილიდან არ დაიძვრება მოლაპარაკებების ათობით რაუნდის შემდეგაც კი, თუ კიევი დონბასიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„სანამ უკრაინა ამ ნაბიჯს არ გადადგამს, შეგვიძლია მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი, ათობით რაუნდი ჩავატაროთ, მაგრამ მაინც ერთსა და იმავე ადგილას ვიქნებით, გესმით? აი, რაშია საქმე“, - აღნიშნა უშაკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკელი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი საკმაოდ მალე ჩავლენ მოსკოვში.

„ადრე თუ გვიან, ვფიქრობ, საკმაოდ მალე ჩვენი მუდმივი კოლეგები სტივ უიტკოფი და კუშნერი ჩამოვლენ მოსკოვში და ჩვენ გავაგრძელებთ მათთან დიალოგს“, - განაცხადა უშაკოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს