მეუფე იაკობი - სინოდი არ არის ისეთი სუსტი, რომ ვიღაც ჩარიოს - არ ინერვიულოთ

ჩვენი სინოდი არ არის ისეთი სუსტი, რომ ვიღაც ჩარიოს, ამაზე არ ინერვიულოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესში ჩარევა არ არის და არც ყოფილა.

“ნახავთ [ხვალ რაც მოხდება] მე ვამბობ: ჩარევა არ არის და არც ყოფილა! ჩვენი სინოდი არ არის ისეთი სუსტი რომ ვიღაც ჩარიოს, ამაზე არ ინერვიულოთ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა. ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს