მეუფე ანანია - ხვალ ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება მიღებული - მეუფე შიოს უყვარს საქართველო და ზრუნავს ქართველ ერზე

ვფიქრობ, ხვალ, ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც შეიძლება იყოს - მეუფე შიოს უყვარს საქართველო და ზრუნავს ქართველ ერზე, ზოგადად საქართველოზეც,- ამის შესახებ ქიროტონიით უპირატესმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ სამების საკათედრო ტაძარში, ჟურნალისტებს პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, მომავალი პატრიარქი უნდა იყოს მოყვარული.

„ღვთის შეწევნით, ხვალ ავირჩევთ ახალ პატრიარქს. ვფიქრობ, ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც შეიძლება იყოს. ჩვენი ხალხი გამოარჩევს საკუთარ პატრიარქს. მე არ ვიცი [რა გაურკვევლობაა სინოდში].

50 წელი აქ ვართ, ვუყურებთ ერთმანეთს, ვიცნობთ... მეუფე შიოს უყვარს საქართველო და ზრუნავს ქართველ ერზე, ზოგადად საქართველოზეც. მომავალი პატრიარქი უნდა იყოს მოყვარული“, - აღნიშნავს მეუფე ანანია.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა. ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე