გაფართოებულ კრებას, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ 1200-მდე დელეგატი დაესწრება, სამების ტაძარში შესვლა სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი, ეზოში დასწრება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით და მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა.

მისივე ინფორმაციით, ტაძრის ეზოში დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული, ასევე, ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან შედგენილი სია იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში. მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა. ამით მოხდება სიაში იდენტიფიცირება. შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან. 12:00 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების და დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება კენჭისყრისთვის მზადება. მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ნაწილობრივ გაშუქდება ეს ღონისძიება ტელევიზიით, „პირველი არხის“ საშუალებით. ამ სხდომის ნაწილი უნდა იყოს დახურული. საჭირო ინფორმაციას და კადრებს დასრულების შემდეგ თუ ჩავთვლით საჭიროდ და ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ თვითონ გავავრცელებთ. ამ კრების გახსნა იქნება პირდაპირ ეთერში. შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა აღარ გადაიცემა და საბოლოოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. მანქანებით მისვლა იზღუდება და ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან, ასევე მეტრო „ავლაბრიდან“ იმ აღმართზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მიდის. ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს“,-აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზის განმარტებით, 28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტიც. როგორც ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება.

„სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები. ასევე, მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში. ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი ხვალვე გამოცხადდება. შედეგს გამოაცხადებს მეუფე ანანია, ის არის ხმის დამთვლელი, კომისიის თავმჯდომარე“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე