დონალდ ტრამპი - ირანი 47 წელია ეთამაშება შეერთებულ შტატებს და მსოფლიოს - ირანელები გვატყუებდნენ, დაგვცინოდნენ, ისინი ვეღარ გაიცინებენ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი აშშ-სა და მსოფლიოს ეთამაშება.

"ირანი 47 წელია ეთამაშება შეერთებულ შტატებს და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს (გადადება, გადადება, გადადება!)" , - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მან გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ირანთან დადებული ხელშეკრულების გამო და განაცხადა, რომ "ბარაკ ჰუსეინ ობამა არა მხოლოდ მათ მიმართ კეთილი იყო, არამედ შესანიშნავიც, ფაქტობრივად, მათ მხარეს დადგა, მიატოვა ისრაელი და ყველა სხვა მოკავშირე და ირანს ახალი, ძალიან ძლიერი სიცოცხლე მისცა".

ტრამპის თქმით, ირანელებმა "საბოლოოდ ყველაზე დიდი ნაძირალა იპოვეს, სუსტი და სულელი ამერიკელი პრეზიდენტის სახით".

"ის ჩვენი „ლიდერის“ რანგში კატასტროფა იყო, მაგრამ არა ისეთი ცუდი, როგორც მძინარე ჯო ბაიდენი!", - წერს ტრამპი.

მისი თქმით, ირანი ვეღარ გაიცინებს.

"47 წლის განმავლობაში ირანელები გვატყუებდნენ, გვალოდინებდნენ, ჩვენს ხალხს ნაღმებით კლავდნენ, საპროტესტო აქციებს ახშობდნენ და ახლახანს 42 000 უდანაშაულო, უიარაღო მომიტინგე მოკლეს და ახლა უკვე ჩვენს დიდებულ ქვეყანას დასცინოდნენ. ისინი ვეღარ გაიცინებენ! ", - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა აშშ-ის მიერ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთავაზებულ უახლეს წინადადებაზე პასუხი გაგზავნა.

CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი აშშ-ის შეთავაზებაზე პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით წარადგინეს.

ირანის პასუხის დეტალები არ გახმაურებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „შეთავაზებული ჩარჩოს თანახმად, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე რეგიონში ომის დასრულების საკითხზე იქნება ფოკუსირებული“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე