ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში შეფრენილ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო თანამდებობა დატოვა

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა, ბოლო კვირების განმავლობაში ლატვიის ტერიტორიაზე დრონების შეფრენის გამო, თანამდებობა დატოვა.

“მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, რათა დავიცვა ლატვიის არმია პოლიტიკურ კამპანიაში ჩათრევისგან. ბოლო დღეებსა და კვირებში ლატვიასა და სხვა ქვეყნებში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები გვქონდა. უცხოურმა დრონებმა არ უნდა შეუქმნან საფრთხე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას. თავდაცვის სექტორმა ბევრი რამ გააკეთა და გააკეთებს ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ჩვენი ხალხის უსაფრთხოება კი სხვადასხვა სექტორის სამსახურის პასუხისმგებლობაა. თავდაცვის სექტორის განვითარება ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. ამ მომენტში ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ არ დავუშვა ჩვენი შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ კამპანიაში ჩათრევა“, - დაწერა ანდრის სპრუდსმა სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, თანამდებობას იმის გამო არ ტოვებს, რომ აღარ სჯერა იმის, რაც თავდაცვის სექტორში კეთდება.

„პირიქით : ლატვიის თავდაცვის შესაძლებლობები მაღალ დონეზეა. კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი? დიახ. მაგრამ ლატვიის არმია, თავის მოკავშირეებთან ერთად, დღეს მზადაა ლატვიის დასაცავად. ვტოვებ თანამდებობას, რადგან ჩვენი შეიარაღებული ძალები და სახელმწიფოს თავდაცვის შესაძლებლობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მინისტრის თანამდებობა ან რომელიმე პარტიის ინტერესები. სამწუხაროდ, ცხადია, რომ ეს სიტუაცია აღარ გამოიყენება მხოლოდ მინისტრის ან მისი პარტიის კრიტიკისთვის. ის გამოიყენება ლატვიის თავდაცვის შესაძლებლობების კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად, თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული შეიარაღებული ძალების - ლატვიის პატრიოტების - მზადყოფნაში ეჭვის შესატანად, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ლატვიის უსაფრთხოებისთვის. ეს ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა ანდრის სპრუდსმა.

ცნობისთვის, სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების სერიის დროს, ბალტიის ქვეყნებში, მათ შორის ლატვიაში, დრონების შეფრენის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 7 მაისს ლატვიამ თავის საჰაერო სივრცეში უცნობი დრონები დააფიქსირა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან შეფრინდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ გუშინ განაცხადა, რომ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟესთან განიხილა. სიბიგას თქმით, გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ეს რუსეთის მიერ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით უკრაინული დრონების სამიზნეებიდან განზრახ გადამისამართების შედეგი იყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე