ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე დამოკიდებულება უნდა შეწყვიტოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სურს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც წელიწადში 3.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ნულამდე შემცირდეს.

„წელიწადში 3.8 მილიარდ დოლარს ვიღებთ და ვფიქრობ, რომ დროა, უარი ვთქვათ დარჩენილ სამხედრო მხარდაჭერაზე. მე ვთქვი: „მოდით, ახლავე დავიწყოთ და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გავაკეთოთ ეს““, - განუცხადა ნეთანიაჰუმ CBS-ს.

ნეთანიაჰუს თქმით, ხედავს, რომ შეერთებულ შტატებში ისრაელის მიმარ მხარდაჭერა შემცირდა და ეს „თითქმის 100%-ით კორელაციაშია სოციალური მედიის გეომეტრიულ აღმავლობასთან“.

„არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებმაც ძირითადად მანიპულირება მოახდინეს სოციალურ მედიაში. ისინი ამას ჭკვიანურად აკეთებენ და ეს არის ის, რამაც ძალიან დაგვაზარალა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ირანთან კონფლიქტში ჩინეთმაც ითამაშა თავისი როლი.

„ჩინეთმა გარკვეული მხარდაჭერა და რაკეტების წარმოების კონკრეტული კომპონენტები გასცა. თუმცა, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ ის ისრაელ-ჰეზბოლას ზავისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, თუმცა ირანი არ დაეთანხმება.

„ირანს სურს თქვას: „არა, იცით, თუ ჩვენ აქ ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ, იქაც გვინდა ცეცხლის შეწყვეტა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა