მედია - ირანის პასუხი აშშ-ის წინადადებაზე მოიცავს ჰორმუზის სრუტის სუვერენიტეტს და კომპენსაციას

თეირანის საპასუხო წინადადება ამერიკის შეერთებული შტატების ომის დასრულების გეგმაზე მოიცავდა ბლოკირებული ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის აღიარებას და კომპენსაციის მოთხოვნას, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ირნული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წინადადება მოითხოვს გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას, ასევე სანქციების მოხსნას.

ირანული მედიის ცნობით, თეირანი ასევე ცდილობს ბრძოლის დასრულებას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში.

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ უოლცმა კვირას გაანაცხადა, რომ აშშ-მა თავის უახლეს წინადადებაში „ძალიან მკაფიო წითელი ხაზი“ დააწესა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი და მსოფლიოს ეკონომიკის მძევლად ვერ აიყვანენ“, - განაცხადა უოლცმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა, პაკისტანის საშუალებით, აშშ-ს პასუხი გაუგზავნა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაანაცხადა, რომ ირანის პასუხი ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებაზე აბსოლუტურად მიუღებელია. “ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. „წარმომადგენლების“ პასუხი. არ მომწონს - სრულიად მიუღებელია!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა