The Guardian - საკრუიზო გემ Hondius-იდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ევაკუირებული მგზავრების თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების მიზნით ტენერიფედან ფრენები დაიწყო

საკრუიზო გემიდან ევაკუირებული მგზავრების თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების მიზნით ტენერიფედან ფრენები დაიწყო, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საკრუიზო გემ Hondius-იდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, გუშინ ტენერიფეში მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო მოგვიანებით სამხედრო და სამთავრობო თვითმფრინავებით მათი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების ოპერაცია დაიწყო.

ესპანეთისა და საფრანგეთის მთავრობების ცნობით, მათი მოქალაქეები მადრიდსა და პარიზში გადაიყვანეს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ხუთი ფრანგი მგზავრიდან ერთ-ერთმა ფრენისას ჰანტავირუსის სიმპტომები გამოავლინა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელზეც ბრიტანეთის 22 მოქალაქე იმყოფებოდა, გუშინ მანჩესტერში დაეშვა.

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნების ცნობით, Hondius-იდან ევაკუირებული 17 ამერიკელი მგზავრიდან ერთს ჰენტავირუსი დაუდასტურდა. აშშ-ის მოქალაქეებს ტენერიფედან ნებრასკაში გადაიყვანენ, სადაც ისინი კარანტინს გაივლიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გემიდან ევაკუირებული მგზავრებისთვის 42-დღიანი კარანტინის გავლის რეკომენდაცია გასცა.

ცნობისთვის, გემი, რომელზეც დაახლოებით 150 მგზავრი იმყოფებოდა, არგენტინიდან 1-ელ აპრილს გაემგზავრა. გემზე 11 აპრილს, პირველი მგზავრი, ნიდერლანდების მოქალაქე, გარდაიცვალა. მისი მეუღლე, რომელიც 24 აპრილს წმინდა ელენეს კუნძულზე გადმოვიდა, იოჰანესბურგში ჩაფრინდა და 26 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2 მაისს, გემზე გერმანელი მგზავრი გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა