აგრომოტორსმა John Deere-ის ტექნიკა საერთაშორისო გამოფენა Caspia Agro 2026-ზე წარადგინა

აგროტექნიკისა და სერვისის მიმწოდებელმა ქართულმა კომპანია „აგრომოტორსმა“ საერთაშორისო გამოფენა Caspia Agro 2026-ში მიიღო მონაწილეობა. რიგით მეცხრამეტე გამოფენას 5-8 მაისს ტრადიციულად, ბაქომ უმასპინძლა.

წელს, ღონისძიება განახლებული და გაფართოებული კონცეფციით ჩატარდა და გამოფენასთან ერთად მოიცავდა ფორუმს, რამაც მონაწილეებს ახალი კავშირების დამყარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ეფექტიანი ბიზნეს დიალოგების დაწყების შესაძლებლობა მისცა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 447 კომპანია 45 ქვეყნიდან, მათ სორის, გერმანიიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, ბრაზილიიდან, სამხრეთ კორეიდან, სამხრეთ სუდანიდან, ჩეხეთიდან, ჩინეთიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა.

„აგრომოტორსმა“, რომელიც ამერიკული პრემიუმ ბრენდის „JOHN DEER-ის“ ოფიციალური დილერია საქართველოსა და აზერბაიჯანში, გამოფენაზე წარადგინა John Deere-ის უახლესი ტექნიკა, რომლებიც ინოვაციურად აუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. მათ შორის იყო მაღალი სიმძლავრის, პრემიუმ კლასის ტრაქტორი 8R და კომბაინი SPFH8600, რომლებიც სპეციალურად მასშტაბური და რთული სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების შესასრულებლად არის განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ „აგრომოტორსი“ უკვე 4 წელია, რაც აზერბაიჯანშია წარმოდგენილი და ადგილობრივ ბაზარს უმაღლესი ხარისხის აგრო/სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, პროფესიონალურ სერვისსა და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს სთავაზობს. კომპანია თვალს ადევნებს მსოფლიო ტენდენციებს ტექნოლოგიებსა და სოფლის მეურნეობაში და ფერმერებს უახლეს გადაწყვეტებს უზიარებს როგორც სერვისის, ასევე პროდუქტის კუთხით.

კომპანია საქართველოში 13 წლის წინ დაფუძნდა და ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. „აგრომოტორსი“ წლებია, ფერმერთა დიდი ნაწილის სანდო პარტნიორს წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანში.

გამოფენაში მონაწილეობა კომპანიისთვის არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, თავად გაუზიაროს აგროსფეროს სპეციალისტებსა და მსხვილ ბიზნესს ცოდნა და გამოცდილება და მეორე მხრივ, გაეცნოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ცვლილებებს და საუკეთესო პრაქტიკა დანერგოს თავის სერვისში.

„აგრომოტორსის“ დამფუძნებელი, აკაკი გოგსაძე გამოფენაში მონაწილეობის მნიშვნელობას აფასებს:

„Caspia Agro 2026-ში მონაწილეობა ჩვენთვის მხოლოდ მორიგი გამოფენა არ ყოფილა – ეს არის პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართულ კომპანიას შეუძლია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისი და ტექნოლოგიები შესთავაზოს რეგიონს. მოგეხსენებათ, რომ „აგრომოტორსი“ წარმოადგენს ამ ბრენდის ოფიციალურ დილერს საქართველოსა და აზერბაიჯანში და ბაქოს გამოფენაში ჩვენი წარმოდგენა, John Deere-ის უახლესი და ინოვაციური მოდელებით, განსაკუთრებით კი 8R ტრაქტორით SPFH8600 კომბაინით, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მთავარ მიზანს: ფერმერებს მივაწოდოთ არა მხოლოდ ტექნიკა და მაღალპროფესიონალური ოფიციალური სერვისი, არამედ სანდოობა და ეფექტურობის გარანტია.

ჩვენ უკვე 4 წელია, რაც აზერბაიჯანის ბაზარზე ვოპერირებთ და ასეთი მასშტაბური ფორუმები გვეხმარება, პირდაპირი დიალოგი გვქონდეს პარტნიორებთან. ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, რომ „აგრომოტორსი“ არ იყოს მხოლოდ მიმწოდებელი – ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მსოფლიო აგრო-ტენდენციებს ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკად აქცევს. ეს გამოფენა იყო კიდევ ერთი ნაბიჯი წინ ჩვენი სერვისის დახვეწისა და იმ გამოცდილების გაზიარებისკენ, რაც ამ 13 წლის განმავლობაში დავაგროვეთ“, - განმარტა მან.

www.agromotors.ge #აგროტექნიკა

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია