კაია კალასი - გერჰარდ შრედერი რუსული სახელმწიფო კომპანიების ლობისტი იყო - თუ რუსეთს უფლებას მივცემთ, რომ ჩვენი სახელით თავად დანიშნოს მომლაპარაკებელი, ეს გონივრული ნაბიჯი არ იქნება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნა არ შეიძლება.

როგორც კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნა ცუდი არჩევანი იქნებოდა.

„ვფიქრობ, გერჰარდ შრედერი ლობისტი იყო. ის რუსული სახელმწიფო კომპანიების მაღალი რანგის ლობისტი იყო. ამიტომ გასაგებია, რატომ სურს პუტინს სწორედ ეს ადამიანი, რათა, არსებითად, მოლაპარაკებების მაგიდის ორივე მხარეს თავად იჯდეს. თუ რუსეთს უფლებას მივცემთ, რომ ჩვენი სახელით თავად დანიშნოს მომლაპარაკებელი, ეს გონივრული ნაბიჯი არ იქნება“, - განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე მისი „სასურველი“ კანდიდატი იქნებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა