დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ვერცერთ სასულიერო პირს, ეპისკოპოსს, ვერ დავადებ ხელს, რომ ვიღაც მივიდა და რაღაც უთხრა - ყველა ძალიან პრინციპული ხალხია

ვერცერთ სასულიერო პირს, ეპისკოპოსს, ვერ დავადებ ხელს, რომ ვიღაც მივიდა და რაღაც უთხრა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, პატრიარქის არჩევნებისას ადგილი ჰქონდეს ჩარევებს.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ყველა ეპისკოპოსი არის ძალიან პრინციპული.

„ყველა ეპისკოპოსს ვიცნობ, ზოგიერთთან ძალიან ახლობლური ურთიერთობა მაქვს. ვერცერთს ვერ ვაკადრებ პირადად მე, რომ ვიღაცა მივიდა... მეტსაც გეტყვით, ვმეგობრობ ძალიან ბევრთან, ეს მეგობრობაც კი არ მაძლევდა მორალურ უფლებას, რომ მეთქვა, ჩემი სიმპათია გამომეხატა, პირად ურთიერთობებში. ვერცერთ სასულიერო პირს, ეპისკოპოსს, ვერ დავადებ ხელს, რომ ვიღაცა მივიდა და რაღაცა უთხრა. ყველა ძალიან პრინციპული ხალხია“, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა