ლაშა პაპაშვილი - ჩვენი უწმინდესის არჩევანი, გადაწყვეტილება არის ეჭვშეუტანელი - მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს - პატრიარქი

ვფიქრობ, რომ ჩვენი უწმინდესის არჩევანი, გადაწყვეტილება არის ეჭვშეუტანელი. აუცილებლად, მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს - პატრიარქი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტებს სამების ტაძარში შესვლამდე განუცხადა. კითხვაზე, აქვს თუ არა მეორე ტურის მოლოდინი, პაპაშვილმა განაცხადა: „არა მგონია“.

მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. ამასთან ბიზნესმენმა უპასუხა კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს, მისი მოსაზრებით, ახალი პატრიარქის გზა.

„ადრეც ვთქვი, სხვა გადაცემაში, რომ ყველამ, არათუ შემდგომმა პატრიარქმა, ყველა ქართველმა უნდა მივბაძოთ ჩვენს უწმინდესს“, - განაცხადა პაპაშვილმა.

კითხვაზე, სხვა მღვდელმთავრებთანაც თუ უსაუბრია იმაზე, რომ მეუფე შიო უნდა გახდეს მომავალი პატრიარქი, პაპაშვილმა განაცხადა, რომ არ ჰქონია ამის თქმის საშუალება და ასეთ თემებზე არ უსაუბრია.

რაც შეეხება ბიზნესმენების ლობირებასთან დაკავშირებულ კითხვას, პაპაშვილის განცხადებით, ეს მართალი არ არის.

შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე