დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი - სავარაუდოდ, ყველა მღვდელმთავარი იქნება

მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი პირველ საათზე დაიწყება და დიდი ალბათობით, მას ყველა მღვდელმთავარი დაესწრება.

„ანალოგიური კენჭისყრაა, რაც იყო წინა სინოდზე, ოღონდ აქ იქნება სამ კანდიდატს შორის და გამოირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს.

მოლოდინი არის ის, რომ უფლის ნება გამოჩნდება დღეს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პატრიარქი.

პირველ საათზე ვფიქრობთ, რომ დაიწყება უკვე პროცესი. სავარაუდოდ, ყველა მღვდელმთავარი იქნება.

საჯარო იქნება გახსნა, შემდეგ იქნება კენჭისყრის პროცესი და საბოლოოდ -გამოცხადება“,-განაცხადა დეკანოზმა.

რაც შეეხება ინტრონიზაციას, მისი თქმით, ამის შესახებ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.

„დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდება, ინტრონიზაციის შესახებ შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის იქნება ინტრონიზაცია“, - განაცხადა დეკანოზმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით. ტაძარში შესვლა 10:00 საათიდან დაიწყება. პატრიარქის არჩევის დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება ტაძარს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა