მეუფე ზოსიმე ახალ პატრიარქზე - ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება - ეკლესია უნდა უყვარდეს მთელი არსებით

[ახალ პატრიარქს] ეკლესია უნდა უყვარდეს მთელი არსებით, - ასე უპასუხა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმემ მედიის კითხვას, თუ რა მისია უნდა შეასრულოს ახალმა პატრიარქმა.

აღნიშნული კომენტარი მიტროპოლიტმა სამების საკათედრო ტაძარში შესვლამდე გააკეთა.

„ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. ეკლესია უნდა უყვარდეს მთელი არსებით“, -განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ.

შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა