მეუფე ნიკოლოზი - ჩემი მთავარი პრიორიტეტია ილია მეორე შეირაცხოს წმინდანად - ჩვენმა პატრიარქმა რაც 50 წელი აკეთა, ის საქმე გაგრძელდეს

ბევრჯერ მითქვამს: ჩემი მთავარი პრიორიტეტია ილია მეორე შეირაცხოს წმინდანად. ჩვენმა პატრიარქმა რაც 50 წელი აკეთა, ის საქმე გაგრძელდეს,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახლად არჩეული პატრიარქი პრიორიტეტების შესახებ საკუთარ სიტყვაში იტყვის.

„მე რა ვიცი, რა უნდა იყოს პატრიარქის პრიორიტეტი. როდესაც ავირჩევთ საკუთარ სიტყვაში ყველაფერს გვეტყვის. მე ბევრჯერ მითქვამს, ჩემი მთავარი პრიორიტეტია პატრიარქი შეირაცხოს წმინდანად. ჩვენმა პატრიარქმა რაც 50 წელი აკეთა, ის საქმე გაგრძელდეს“,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით. ტაძარში შესვლა 10:00 საათიდან დაიწყება. პატრიარქის არჩევის დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება ტაძარს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა