ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის პოზიციაზე გერჰარდ შრედერის დანიშვნას მხარს არ უჭერს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნას მხარს არ უჭერს.

„არა. ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ მსგავს კანდიდატურას ცალსახად მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მისი თქმით, „ბევრი სხვა ღირსეული ლიდერია“, რომელმაც შეიძლება რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში ევროკავშირი წარმოადგინოს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე მისი „სასურველი“ კანდიდატი იქნებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა