„ალდაგი“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის  მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის - Tbilisi Art Fair (TAF) - ოფიციალური მზღვეველი და პარტნიორია. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო სცენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები „ალდაგის“ მიერ სრულად იქნება დაზღვეული.

„თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა 21-24 მაისს ექსპოჯორჯიას ორგანიზებით და სოლოს მხარდაჭერით ექსპოჯორჯიაში გაიმართება, რომელიც მსოფლიოს 8 ქვეყნიდან 32 გალერეას და 50 მდე დამოუკიდებელ არტისტს გააერთიანებს, რომელთა შორის არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.

ამ პროექტით ალდაგი აგრძელებს სახელოვნებო სფეროს მხარდაჭერას და კოლექციონერებსა თუ სახელოვნებო სივრცეებს ნამუშევრების დაზღვევის სპეციალიზებულ მომსახურებას სთავაზობს. “საერთაშორისო სტანდარტების სადაზღვევო მომსახურება ხელოვნების ტრანსპორტირებისა და ექსპონირების პროცესში, ხელს უწყობს სფეროს მდგრადობას და ქმნის საიმედო გარემოს ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის, როგორც მთავარი მზღვეველისა და პარტნიორისთვის, Tbilisi Art Fair-ის მხარდაჭერა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან გვესმის, რომ ხელოვნება განსაკუთრებულ დაცვას და ზრუნვას საჭიროებს. გვჯერა, რომ დაზღვევის ჩვენს მიერ შექმნილი გამოცდილება, ხელს შეუწყობს სახელოვნებო სფეროს განვითარებას,”- აცხადებენ „ალდაგში“.

მათივე ცნობით, გამოფენა-გაყიდვა მეხუთე წელია ტარდება და წელსაც დატვირთულია კურატორული პროექტებითა და დისკუსიებით. პავილიონებში წარმოდგენილი იქნება ლევან მინდიაშვილის მულტიფუნქციური ინსტალაცია „ყვარლის დედაბოძი“, VA[A]DS-ის კურსდამთავრებულთა გამოფენა „Human Acts“, საერთაშორისო ფოტო-პროექტი „Commonplaces“ და საბჭოთა ქართული დიზაინის კვლევა „ALL THAT MATERIAL CULTURE“.

Tbilisi Art Fair 2026-ის ოფიციალური გახსნა 21 მაისს შედგება. ბაზრობა ვიზიტორებს 24 მაისის ჩათვლით, ყოველდღე 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა