ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

ისმის შეძახილები: “გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეს”.

მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა სასამართლოს შენობაში უკვე შეიყვანეს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. საკითხს, 14:00 საათზე, ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.

საქმის განხილვას მზია ამაღლობელიც დაესწრება.

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

მათივე ცნობით, აღნიშნული საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი იმ მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი და არ არსებობდა დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები.

„თუმცა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა“, - აცხადებენ გამოცემაში.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობასთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 2025 წლის 11 იანვარს შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია