დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემადგენლობით ესწრება - პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს - ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სამების ტაძარში მიმდინარე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, პატრიარქობის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს.

მისივე ინფორმაციით, ახლა დაგეგმილია სამი დელეგატის მიერ სიტყვის წარმოთქმა, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება, რომელიც საჯარო იქნება.

„კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული. ამ ეტაპისთვის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და მათი ხედვა, მათი პროგრამა თქვეს. ახლა დაიწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც უკვე დელეგატები იტყვიან სიტყვას და ამის მერე დაიწყება კენჭისყრა. სამი დელეგატი იტყვის სიტყვას. კენჭისყრა იქნება პირდაპირ ეთერში“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით კრებას სინოდი სრული შემდგენლობით ესწრება.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, სადაც დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. კრებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო თავმჯდომარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე