ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის წარმომადგენლებთან თითქმის ყოველდღიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ

აშშ-ის წარმომადგენლებთან თითქმის ყოველდღიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა აშშ-ში, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან გასულ კვირას გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა კვლავ ჩართულია დიპლომატიურ პროცესებში და შუამავლის როლს ასრულებს ტყვეების გაცვლის საკითხში. კონტაქტები შესაბამის დონეზე გრძელდება, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს გაცვლის კონფიგურაცია. სიები გადაცემულია და ველით, რომ ამერიკული მხარე აქტიურ როლს შეასრულებს ამ შეთანხმების უზრუნველყოფაში“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, რუსტემ უმეროვმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ომის დასრულების მიზნით ლიდერების დონეზე შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატებიც განიხილა.

ასევე, მისი თქმით, რუსტემ უმეროვმა უკრაინასთან დრონების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაინტერესებული ქვეყნების შესახებაც აცნობა.

„სხვადასხვა ეტაპზე დაახლოებით 20 ქვეყანაა ჩართული. ოთხი შეთანხმება უკვე გაფორმდა და ახლა პირველი კონტრაქტები მზადდება. პოლიტიკური შეთანხმებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა