Reuters - ევროკავშირმა სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების მოქმედება სრულად აღადგინა

ევროკავშირმა სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების მოქმედება სრულად აღადგინა, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭომ სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივ შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმა და შეთანხმების სრულად აღდგენას მხარი დაუჭირა.

„ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სირიასთან ხელახლა ჩართულობისა და მისი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის მკაფიო პოლიტიკურ სიგნალს წარმოადგენს“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირმა სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმება ნაწილობრივ 2011 წელს შეაჩერა, სირიის ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების საპასუხოდ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა