მთავრობა პარლამენტს საჯარო დაწესებულებებში პირთა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების რიცხოვნობაზე დაწესებული ზღვრის გაზრდის ინიციატივით მიმართავს

მთავრობა პარლამენტს საჯარო დაწესებულებებში პირთა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების რიცხოვნობაზე დაწესებული ზღვრის გაზრდის ინიციატივით მიმართავს.

მოქმედი კანონით, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მთავრობამ პარლამენტს კანონის პროექტით მიმართა, რომლის მიხედვით, ეს შემზღუდავი ზღვარი 15%-მდე იზრდება.

ამ მიმართულებით ცვლილება “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში იგეგმება. პროექტის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ნაცვლად დღეს არსებული 10%-სა. იმავდროულად, ზღვრის 15%-მდე გაზრდის შემდეგადაც, კანონი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდაზე გამონაკლისის დაშვებას გაითვალისწინებს, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებულ დაწესებულებებს არ შეეხება - მუნიციპალურ დაწესებულებებში შეზღუდვა კვლავ 10%-ით განისაზღვრება.

მთავრობის ადმინისტრაცია ყურადღებას 2024 წელს “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ამახვილებს, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულებების პირველადი სტრუქტურულ ერთეულის ხელმძღვანელი პირები და მისი მოადგილეები, რომლებიც მანამდე საჯარო მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად განისაზღვრნენ. პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა გაიზარდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე