პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში: ჩადიხართ ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ

როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში: ჩადიხართ ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

„ევროკავშირი 101. როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში: ჩადიხართ ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ. ევროკავშირი თანამშრომლობასა და სოლიდარობას წარმოადგენს. მაგალითი: გერმანია სლოვაკეთის #1 სავაჭრო პარტნიორია, რაც ინვესტიციებისა და მრეწველობის ცენტრალური ნაწილია. ღრმა ურთიერთდამოკიდებულებას სლოვაკეთის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ძალიან სამწუხაროა, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას“.

„მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და, როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა