ევროკავშირმა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭომ ახალი სანქციები დაუწესა 16 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინელი არასრულწლოვნების სისტემატურ უკანონო დეპორტაციაზე, იძულებით გადაადგილებაზე, იძულებით ასიმილაციაზე, ასევე მათ უკანონო შვილად აყვანასა და რუსეთის ფედერაციასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ გადაყვანაზე.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 20500 უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია განახორციელა.

სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის განათლების სამინისტროსთან დაკავშირებული ფედერალური დაწესებულებები, კერძოდ, რუსული საბავშვო ცენტრები.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირი, კანადა და უკრაინა უხელმძღვანელებენ. შეხვედრაზე მხარეები რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების უკრაინაში დაბრუნებისა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს განიხილავენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა