დეკანოზი შალვა კეკელია - გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო - ეკლესია არის მყარი და ერთიანი, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს

გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო - ეკლესია არის მყარი და ერთიანი, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ გაფართოებული საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღნიშნა, ყველა უნდა დატკბეს ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით.

„მთელ ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას. იცით, რომ ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგვიტოვა ეს ეკლესია, რაც დღეს არის. დღეს, როდესაც ვისხედით გაფართოებულ კრებაზე, ვფიქრობდით, პატრიარქს რა ეკლესია დახვდა და დღეს რამდენი ეკლესიაა, ტაძარი, მონასტერი... გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო. ბედნიერები ვართ, ეკლესია არის მყარი და ერთიანი, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს. ყველა დატკბით ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით“,- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე