მიხეილ სააკაშვილი შიო III-ს - მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა - გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან

მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა - გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან, - ასე მიმართავს საქართველოს ახალ კათოლიკოსს პატრიარქს შიო III-ს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის მიმართვა მის სოციალურ ქსელში, მის “ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ შიო III-ს!

მინდა მოგმართოთ თქვენს პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის.

გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან. ამას გწერთ, როგორც ჩვენი ეკლესიის მრევლი და ის ლიდერი, რომლის დროსაც ისტორიულად უპრეცედენტო მასშტაბით გაძლიერდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ხალხი დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, აღდგა 300-მდე ტაძარი, მათ შორის ბაგრატი, ფოთის ტაძარი, ნეკრესი და უამრავი სხვა, ხუთჯვრიან დროშას მიენიჭა სახელმწიფო დროშის სტატუსი, პირველად შემოვიდა ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება.

მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მას განსაკუთრებული მოფრთხილება და ჩარევებისგან დაცვა სჭირდება.

ყველა ქართველმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის მშობლიური ეკლესია და მისი სულიერი საყრდენი, სადაც მის დისკრიმინირებას არავინ დაუშვებს და პირიქით ეკლესია დაიცავს მას უსამართლობისგან და თანადგომას გაუწევს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა