მეუფე გრიგოლი - მადლობა შევწიროთ ღმერთს, ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი - ვფიქრობ, სინოდი ერთიანი იქნება და ყველაფერს გააკეთებს პატრიარქის თავმჯდომარეობით, რომ დაძლიოს სირთულეები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას

ვფიქრობ, რომ სინოდი ერთიანი იქნება და ყველაფერს გააკეთებს, პატრიარქის თავმჯდომარეობით, რომ დაძლიოს ის სირთულეები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას ,- ამის შესახებ, კათოლიკოს-პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განაცხადა.

„მადლობა შევწიროთ ღმერთს, ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი. მრევლს კი სულიერ ერთობას ვუსურვებ.

რა უნდა იყოს კათოლიკოს-პატრიარქის მთავარი მიზანი და რა გამოწვევები უნდა დაიძლიოს, ეს შეკითხვა ახალ პატრიარქს უნდა ვკითხოთ, როგორ ხედავს ის ამ გამოწვევებს და როგორ უნდა მოხდეს ამ გამოწვევებთან დაპირისპირება.

ვფიქრობ, რომ სინოდი ერთიანი იქნება და ყველაფერს გააკეთებს, პატრიარქის თავმჯდომარეობით, რომ დაძლიოს ის სირთულეები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას“,- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. ერთი ხმა კი გაუქმდა.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია კი 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. როგორც ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ აღნიშნა, მსახურება სვეტიცხოველში 10:00 საათზე დაიწყება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა