მეუფე მიქაელი - ახალი პატრიარქის ლოცვით, სულიერი მოღვაწეობის ძალითა და მადლით და ჩვენი თანადგომით წინ წავალთ და ხალხსაც წავიყვანთ ქრისტესკენ - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხთან ვიყოთ და ხალხი იყოს ჩვენთან

ახალი პატრიარქის ლოცვით, სულიერი მოღვაწეობის ძალითა და მადლით და ჩვენი თანადგომით წინ წავალთ და წავიყვანთ ხალხსაც ქრისტესკენ , - ამის შესახებ თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა, მეუფე მიქაელმა (გაბრიჭიძე) მედიასთან განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი - შიო მესამე აირჩია.

მეუფე მიქაელის განცხადებით, ეპისკოპოსები შეთანხმდნენ, რომ იყვნენ ერთიანნი და იყვნენ ხალხთან ახლოს.

„ჩვენ ხომ ძმები ვართ, ჩვენ შევთანხმდით, რომ [ერთიანი ვიყოთ], ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ერთიანი არ ვიყოთ. ჩვენ ველოდებით თანდათან წინსვლას. რაღაც ეტაპზე გავჩერდით, სანამ პატრიარქის ავირჩევდით. ახალი პატრიარქის ლოცვით, სულიერი მოღვაწეობის ძალითა და მადლით და ჩვენი თანადგომით წინ წავალთ და წავიყვანთ ხალხსაც ქრისტესკენ. მთავარი ღირებულებები იქნება ის, რაც ეკლესიაში უნდა გააკეთოს ადამიანმა ეს იქნება ლოცვა, მარხვა, სულიერი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხთან ვიყოთ და ხალხი იყოს ჩვენთან“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა