დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა , - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტის ფარგლებში სანქციები 85 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესდა.

„მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ პროცესებსა და უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერას ძირი გამოუთხაროს, სანქციების უახლესი პაკეტის მიზანი ამ საინფორმაციო ომის კამპანიისთვის ხელის შეშლაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Social Design Agency-ში (SDA) მომუშავე 49 ადამიანს, „კერძოდ, ავტორებს, მთარგმნელებსა და რეჟისორებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან კრემლის პროპაგანდაზე“.

„SDA-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებით კამპანიები დაგეგმა, სომხეთში პრორუსული ორგანიზაციების შექმნისა და პრორუსული პირების სასარგებლოდ ხელისუფლების ცვლილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა