ნიკოლ ფაშინიანი - არ ვაპირებთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის საკითხის რეფერენდუმზე გატანას, ვიდრე ასეთი საჭიროება არ გაჩნდება - ასევე, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტს არ დაესწრება

არ ვაპირებთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის საკითხის რეფერენდუმზე გატანას, სანამ ასეთი საჭიროება არ გაჩნდება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის განმარტებით, სომხეთი ამას მხოლოდ ობიექტური საჭიროების შემთხვევაში გააკეთებს. ამჟამად კი, მისი აზრით, ასეთი ობიექტური საჭიროება არ არსებობს.

„პატივს ვცემთ ჩვენს ყველა პარტნიორს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, ასევე ჩვენს მონაწილეობას კავშირში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 28-29 მაისს დაგეგმილ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტს არ დაესწრება.

„ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს აპრილში რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის დროს ვაცნობე. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტსაც ვაცნობე“, - განაცხადა ფაშინიანმა. მისი განმარტებით, საარჩევნო კამპანიის და 28 მაისს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის გამო ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთს ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა.

„ჩემი აზრით, სწორი იქნება, რომ სომხეთის მოქალაქეებმა და ჩვენ, როგორც მათმა მთავარმა ეკონომიკურმა პარტნიორმა, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მაგალითად, რეფერენდუმის ჩატარებით. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ სრულიად ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის იმის კითხვა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი“, - აღნიშნა პუტინმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა