მეუფე ანდრია - სავარაუდოდ, უახლოეს დღესასწაულზე მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და არა მხოლოდ, იქნებიან ჩვენთან - რაც შეეხება საპატრიარქო რეგალიებს, ალბათ, გამოვიყენებთ ილია მეორის შესამოსელს

ალბათ ვერ მოასწრებენ ერთ დღეში [სხვადასხვა ქვეყნიდან დელეგაციები ჩამოსვლას], მაგრამ უახლოეს დღესასწაულზე, შეიძლება კვირა დღეს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, იქნებიან ჩვენთან, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებთან განაცხადა.

მეუფე ანდრიას თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს ინტრონიზაციისთვის შესამოსელი ჯერ არ აქვს, ამიტომ, სავარაუდოდ, ილია მეორის შესამოსელს გამოიყენებენ.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს ღირსშესანიშნავი და ეპოქალური მოვლენა არის. მოხდა ახალი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა, რომელიც წმინდა და გაფართოებულმა კრებამ გამოარჩია მაღალყოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რომელსაც უკვე უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის რანგში ჩვენ მოვიხსენიებთ შიო III-დ.

კათოლიკოს-პატრიარქის გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ იქნება ინტრონიზაცია.

ალბათ ვერ მოასწრებენ ერთ დღეში [სხვადასხვა ქვეყნიდან დელეგაციები ჩამოსვლას], მაგრამ უახლოეს დღესასწაულზე, შეიძლება კვირა დღეს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, იქნებიან ჩვენთან. სავარაუდოდ, ასე იქნება.

მეუფე შიომ გამოაცხადა ხვალინდელი დღე იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ხვალ არის ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისა და წილხვდომილობის დღე. რას გადაწყვეტდა მეუფე იობი ან მეუფე გრიგოლი [პატრიარქად არჩევის შემთხვევაში], მე ვერ გეტყვით.

რაც შეეხება საპატრიარქო რეგალიებს, მეუფე შიოს შესამოსელთან დაკავშირებით, ალბათ გამოვიყენებთ მისი უწმინდესობის, ნეტარხსენებული ილია მეორის შესამოსელს“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ის ისევ ადმინისტრაციის თანამშრომელი და ელოდება თუ არა საპატრიარქოში შესაძლო ცვლილებებს, მეუფემ უპასუხა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლობასთან დაკავშირებით არ იცის და ცვლილებებს ელოდება.

„არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, [ცვლილებებს ველოდები] ბუნებრივია, თქვენთან რომ ახალი ბორდი მოდის, თქვენც ხომ ელოდებით ცვლილებებს? ასე რომ, ყველაფერი ბუნებრივია სრულებით, ბუნებრივი პროცესია, რომ მოხდეს რაღაც ცვლილებები და ამ ცვლილებებს ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. თუ ჩემი გულწრფელობის გჯერათ, არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ მომისმენია და ამიტომ მე რაღაც გეგმებზე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე