ლევან იოსელიანი შიო III-ს - თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ სიმტკიცესა და ძალას ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ჯვრის ზიდვის გზაზე - თქვენი და ეკლესიის როლი განსაკუთრებით დიდია ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანების საქმეში

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამეს არჩევას თავის პირად „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმიანება.

როგორც იოსელიანი თავის მიმართვაში აღნიშნავს, პატრიარქად ღირსეულთა შორის ღირსეული იქნა გამორჩეული.

"სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. ნამდვილად ღირსეულთა შორის ღირსეული იქნა გამორჩეული.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ სიმტკიცესა და ძალას ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ჯვრის ზიდვის გზაზე. თქვენი და სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლი განსაკუთრებით დიდია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანების საქმეში.

მადლობას ვუხდი აწ განსვენებულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს იმ ღირსეული მემკვიდრეობისთვის, რომელიც სრულიად საქართველოს დაგვიტოვა და რომლის მოფრთხილებაც თითოეული ჩვენგანის ვალია.

მჯერა, უფალი მოგცემთ ძალას, რათა ღირსეულად იტვირთოთ სულიერი მამის მძიმე ჯვარი ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ", - წერია იოსელიანის პოსტში.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა