მეუფე იაკობი შიო III-ს -  ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უფლის შეწევნას, ღვთიური სიბრძნითა და სათნოებით მსახურებას დედაეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიოს გამორჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მეუფე იაკობი შიო III-ს საპატრიარქო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„დღეს, 2026 წლის 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო გამოირჩია და სახელად უწოდა - შიო III.

სიყვარულით ვულოცავთ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა, შიო III-ს გამორჩევას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უფლის შეწევნას, ღვთიური სიბრძნითა და სათნოებით მსახურებას დედაეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!

აქსიოს, აქსიოს, აქსიოს!

მრავალჟამიერ პატრიარქო!“ , - წერია მეუფე იაკობის პოსტში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა