უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ

უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.

ამასთან დაკავშირებით მთავრობამ - კონკრეტულად კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს 2025 წლის დეკემბერს “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართა. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრიდან ამოქმედდა, საგრანტო დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საგრანტო სისტემა მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლესს სასწავლებლებში სწავლის სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა.

იმავდროულად, 2025 წლის დეკემბრის კანონით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ იმ სტუდენტთა სწავლის დაფინანსება, რომელიც 2026 წლამდე მოიპოვეს, სახელმწიფოს მიერ 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით გაგრძელდებოდა, რაც მათ ახალი კანონის მიღებამდე ჰქონდათ მოპოვებული.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, კანონში არსებული ჩანაწერი მხოლოდ იმ დაფინანსების შენარჩუნებას გულისხმობს, რომელიც სტუდენტებს უკვე ჰქონდათ მოპოვებული. უწყების განმარტებითვე, ეს იმ პირთა ინტერესებს გამორიცხავს, რომლებიც უნივერსიტეტში ახალი კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ - მაგალითად, ნაწილობრივი გრანტით ან გრანტის გარეშე და ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მეშვეობით დაფინანსების მოპოვებას ან გაზრდას შეძლებდნენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას, სოციალური პროგრამებით სარგებლობას, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე