რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურად არჩევას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურად არჩევას ულოცავს.

„დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 22 ხმით, სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.

ახალ პატრიარქს არჩევა მიულოცეს ქვეყნის პირველმა პირებმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის ინტრონიზაცია ხვალ, სვეტიცხოველში შედგება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავრად არჩევას. გვჯერა, ქვეყნისთვის ამ მეტად საპასუხისმგებლო ეტაპზე იგი იქნება სულიერების, ეროვნული თვითმყოფადობის, ეროვნული მშვიდობის მტკიცე დამცველი და საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი”, - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა