ევროკავშირმა ისრაელის ორგანიზაციებს ახალი სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელელი მოსახლეების მიმართ, პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის გამო, ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

„დასრულდა. ევროკავშირი დღეს სანქციებს უწესებს მთავარ ისრაელურ ორგანიზაციებს, რომლებიც დამნაშავეები არიან დასავლეთ სანაპიროს ექსტრემისტული და ძალადობრივი კოლონიზაციის მხარდაჭერაში, ასევე მათ ლიდერებს“, - დაწერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „ეს ყველაზე სერიოზული და აუტანელი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სასანქციო სიაში შვიდი მოსახლე ან მოსახლეთა ორგანიზაცია შევა. ბლოკი ასევე შეთანხმდა დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

ცნობისთვის, ისრაელელი მოსახლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თვეების განმავლობაში ბლოკავდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა