გიდეონ საარი - ისრაელი კატეგორიულად არ ეთანხმება ისრაელის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას

ისრაელი კატეგორიულად არ ეთანხმება ისრაელის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას, პოლიტიკური შეხედულებების სანქციებით თავს მოხვევის მცდელობა მიუღებელია და წარმატებას ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის მტკიცებით, ევროკავშირმა თვითნებური და პოლიტიკური გზით აირჩია ისრაელის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესება მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო და ეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააკეთა.

„ასევე აღმაშფოთებელია მიუღებელი შედარება, რომელიც ევროკავშირმა ისრაელის მოქალაქეებსა და „ჰამასის“ ტერორისტებს შორის გააკეთა. ეს სრულიად დამახინჯებული მორალური ეკვივალენტობაა“, - აცხადებს გიდეონ საარი.

მისი თქმით, ისრაელი იდგა, დგას და კვლავაც იდგება ებრაელების უფლების დასაცავად.

„ისრაელი იდგა, დგას და კვლავაც იდგება ებრაელების უფლების დასაცავად, დასახლდნენ ჩვენი სამშობლოს გულში. მსოფლიოში არცერთ სხვა ხალხს არ აქვს ისეთი დოკუმენტირებულად დადასტურებული და დიდი ხნის უფლება საკუთარ მიწაზე, როგორც ებრაელ ხალხს ისრაელის მიწაზე. ეს არის მორალური და ისტორიული უფლება, რომელიც ასევე აღიარებულია ერების სამართლით და მას ვერავინ წაართმევს ებრაელ ხალხს. პოლიტიკური შეხედულებების სანქციებით თავს მოხვევის მცდელობა მიუღებელია და წარმატებას ვერ მიაღწევს“, - წერს გიდეონ საარი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელელი მოსახლეების მიმართ, პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის გამო, ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სასანქციო სიაში შვიდი მოსახლე ან მოსახლეთა ორგანიზაცია შევა. ბლოკი ასევე შეთანხმდა დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა