ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინა და გერმანია ერთობლივად აწარმოებენ დრონებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 1500 კილომეტრამდე იქნება

გერმანია და უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი დრონების ერთობლივი წარმოების დაწყებას გეგმავენ, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსმა უკრაინაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანია და უკრაინა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ. მისივე თქმით, უკრაინული და გერმანული კომპანიები უკვე მუშაობენ პერსპექტიულ პროექტებზე, რომელიც ეხება როგორც 100 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მოქმედ დრონებს, ასევე შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს, რომლებსაც 1500 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, შორ მანძილზე მოქმედი დრონების შემუშავებას უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შესაკავებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პისტორიუსის განმარტებით, მასობრივი გამოყენების შემთხვევაში, ასეთ დრონებს შეუძლიათ ეფექტურად ჩაახშონ და გაანადგურონ მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

პისტორიუსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია დაინტერესებულია უკრაინასთან თავდაცვის პარტნიორობის გაფართოებით და თანამედროვე ომის წარმოების კუთხით უკრაინის გამოცდილების გამოყენებით.

მისი თქმით, ბერლინი სწავლობს საბრძოლო მოქმედებების მართვის უკრაინულ სისტემებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოცდილებას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა