მეუფე სტეფანე - ვიცი, რომ მეუფე ზენონმა პატრიარქ შიოს უთხრა: „ცივილიზებული ადამიანები ვართ და ურთიერთობას მოვახერხებთო” - პატრიარქი მზად არის, ყველას მოუსმინოს, ყველასთან ითანამშრომლოს

პატრიარქი სულ ამას გვეუბნებოდა, რომ მას შემდეგ, რაც ის წავიდოდა, შეგვენარჩუნებინა ერთსულოვნება - საქართველოს ეკლესიამ ერთსულოვნების შენარჩუნება შეძლო, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, „ერთსულოვნების სული“, რაც თან ახლდა პატრიარქის გარდაცვალებას, გაგრძელდა და ახალ პატრიარქს აქვს ხალხის სიყვარული და სინოდის თანადგომა.

„მინდა, გითხრათ, რომ სასიხარულო რამ მოხდა. ის სული, რაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დატრიალდა, ასეთი სული გაგრძელდა, ამ სულით ვმოქმედებთ დღეს, ეს არის ყველაზე სასიკეთო. ხალხიც ამას გრძნობს და უხარია. უნდა გენახათ რა ხდებოდა სამების ტაძარში, არ არსებობს ტყუილად ვიღაცამ ვიღაცას ტაში დაუკრას, იყო აღფრთოვანება, სიხარული. ეს არის ავანსი უწმინდესი შიოსთვის, ახალი პატრიარქისთვის, ხალხისგან სიყვარული და სინოდისგან თანადგომა“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანე მეუფე ზენონის მიერ პატრიარქ შიოზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ემოციური სიტყვა ითქვა, თუმცა ეს არ არის გამოუსწორებელი.

„რაღაც დონეზე ემოციების საკითხია. როცა ასეთი საკითხები წყდება, ემოციები შეიძლება მოთოკო. ყოველთვის არ გამოდის, მეც არ გამომდის. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ემოციური სიტყვა ითქვას, მაგრამ ეს არ არის გამოუსწორებელი. დღეს მაგალითად, მე ვიცი, რომ მეუფე ზენონმა მეუფე შიოს უთხრა, რომ ჩვენ ცივილიზებული ადამიანები ვართ და ერთმანეთთან ურთიერთობას მოვახერხებთ ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ. მან ეს ინიციატივა თვითონ გამოიჩინა. პატრიარქმა შიომაც იგივე აზრი გამოთქვა, მზად არის ყველას მოუსმინოს, ყველასთან ითანამშრომლოს“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე