მეუფე ნიკოლოზი - უკრაინის სახელმწიფოს და ეკლესიას ეკუთვნის, რომ ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია - თუ იქნებიან ღირსეული იერარქები, არაფერი შეგვიშლის ხელს, რომ ვაღიაროთ

წერილში [რუსეთის პატრიარქმა საქართველოს ახალი პატრიარქი] სრული ტიტულით მოიხსენია? მაგაშია სწორედ საქმე, რომ ეს პოლიტიკური ამბავია, რადგან რუსეთმა აფხაზეთი ხომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, პატრიარქი კირილე კი მაქსიმალურად იკავებს თავს, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, კირილემ პატრიარქობის პირველივე დღეებში გამოაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია არასდროს არ შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებს და ამ დაპირებას ახლაც ასრულებს.

„რუსეთის პატრიარქმა მიულოცა, ხომ? მე მახსოვს სიტყვები, რომელიც რუსეთის პატრიარქმა თქვა, როდესაც მისი აღსაყდრება მოხდა, უშუალოდ ინტრონიზაციის დროს. მან ბრძანა საოცარი სიტყვები, რომელიც ჩამრჩა: „ერთხელ ჩემს წინამორბედ პატრიარქთან მქონდა საუბარიო“ და მან ასეთი რამ მითხრაო - „პატრიარქის ჯვრის სიმძიმეს გრძნობს მხოლოდ ის, ვინც მას ატარებს და ამას ვერავის ვერ გაუზიარებსო“.

სხვას ვერაფერს ვიტყვი და მოლოდინი ნუ გექნებათ, რადგან ეს მაინც პოლიტიკური საკითხია. სხვადასხვა დროს პატრიარქს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. ჩვენ კირილეს სრული ტიტულით არასდროს ვიხსენიებთ. ის არის პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის და კიდევ წმინდა სერგის სამების ლავრის წმინდა არქიმანდრიტი. ჩვენ ასე არასდროს ვიხსენიებთ.

წერილში [კირილემ] სრული ტიტულით მოიხსენია [პატრიარქი შიო] ? მაგაშია სწორედ საქმე, რომ ეს პოლიტიკური ამბავია, იმიტომ, რომ რუსეთმა აფხაზეთი ხომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, პატრიარქი კირილე კი მაქსიმალურად იკავებს თავს. მან პატრიარქობის პირველივე დღეებში გამოაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია არასდროს არ შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებს და სხვათა შორის, დღემდე ამას ასრულებს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, კითხვაზე, ახალი პატრიარქის პირობებში შეიცვლება თუ არა სტატუს-კვო უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ეს ვერ მოხდება და განმარტა, რომ უკრაინის პატრიარქი საქართველოს „ეკლესიის დაუძინებელი მტერი იყო“ და თან, ის რუსეთის ეკლესიისგან იყო განკვეთილი.

„ეგ ვერ გამოვა იმიტომ, რომ იქ კიდევ სხვა მიზეზებია. რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩვენ არ ვიქნებოდით ამის წინააღმდეგი არც ილია მეორის დროს და არც ახლა, რომ არა ერთი გარემოება - უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინის ეკლესიას, საეკლესიო წესების მიხედვით ეკუთვნის, რომ ჰქონდეს თავისი ავტოკეფალური ეკლესია იმიტომ, რომ მოციქულმა იქადაგა იმ მიწაზე - ეს არის მთავარი პრინციპი, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მსოფლიო პატრიარქმა ისეთი პიროვნებები დანიშნა იქ, რომლებიც პიროვნულად და მსახურების თვალსაზრისით ჩვენი დაუძინებელი მტერი იყო, ყოველთვის მოწინააღმდეგე იყო საქართველოს ეკლესიის. მეორეც, ფილარეტი განკვეთილი ჰყავდა რუსეთის ეკლესიას და ამ განკვეთას კონსტანტინოპოლი ცნობდა. ეს განკვეთილი ადამიანი დანიშნეს პატრიარქად. თითქოს ეს დეტალებია, მაგრამ ეს გვიშლის ხელს. თუ იქნებიან ღირსეული იერარქები, მაშინ არაფერი შეგვიშლის ხელს, რომ ვაღიაროთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე