კირილ ბუდანოვი - ზელენსკისა და პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ მოხდება, როგორც „მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე“

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ მოხდება, როგორც „მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებას, რომ ზელენსკიმ პუტინთან შესახვედრად ჯერ მასთან უნდა დარეკოს, ბუდანოვმა, თავდაპირველად, ხუმრობით უპასუხა და განაცხადა, რომ „მეომარ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი სატელეფონო ხაზები გათიშულია“ და რომ „ასეთი ზარები მობილური ტელეფონით არ ხორციელდება“.

„სერიოზულად რომ ვთქვათ, თუ რუსეთი ნამდვილად მზადაა სერიოზული დისკუსიისთვის, უკრაინაც მზად იქნება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან ომი დაასრულოს.

„უკრაინამ არაერთხელ გაუსვა ხაზი და თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ჩვენ ომის დასრულების, მშვიდობის მომხრე ვართ. ეს არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია, რომელსაც მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტი. ჩვენ საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრე ვართ. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: მშვიდობის დამყარება სისუსტის ნიშანი კი არა, საღი აზრის დასტურია“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა