მეუფე ნიკოლოზი დიუშენზე - გაუგებარია, რატომ არ უნდა დაფინანსდეს წამალი, სახელმწიფოსთვის ეს პრიორიტეტული უნდა იყოს - პატრიარქმა უნდა დააყენოს ეს საკითხი

ცხადია, რომ ადამიანურად მიმაჩნია და გაუგებარია, რატომ არ უნდა [დაფინანსდეს წამალი]... გასაგებია, რომ ძალიან ძვირია ეს ყველაფერი, მაგრამ მე მგონია, რომ სახელმწიფოსთვის ეს პრიორიტეტული უნდა იყოს,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპატრიარქოს როლს ეხებოდა დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან მიმართებაში.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნულ საკითხს მღვდელმთავრები ვერ დააყენებენ, ეს პატრიარქმა უნდა გააკეთოს. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, საჭიროა ხელისუფლებასთან დიალოგი და საკითხის მოკვლევა.

„ეს ზუსტად ის საკითხია, რომელიც მომავალმა პატრიარქმა უნდა განსაზღვროს, როგორც მიმართულება. ის გადაწყვეტს, რომ შეეჭიდოს ამ პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიძლება არ დაეთანხმოს, ამას პატრიარქი თავად გადაწყვეტს. მე კი ვიტყვი, რომ ვუჭერ მხარს, მაგრამ ჩემი მხარდაჭერით თუ არდაჭერით არაფერი შეიცვლება იმიტომ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩემზე არ არის. მე ცხადია, რომ ადამიანურად მიმაჩნია და გაუგებარია, რატომ არ უნდა [დაფინანსდეს წამალი]... გასაგებია, რომ ძალიან ძვირია ეს ყველაფერი, მაგრამ მე მგონია, რომ სახელმწიფოსთვის ეს პრიორიტეტული უნდა იყოს.

ამ საკითხს მღვდელმთავრები ვერ დააყენებენ, პატრიარქმა უნდა დააყენოს ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ წინასწარი მოლაპარაკებები უნდა არსებობდეს და პატრიარქი უნდა შეუთანხმდეს და გამოიკვლიოს, რატომ არ შეიძლება ეს. ეს ხომ ნეიტრალური საკითხია, ხელისუფლების შეცვლაზე და მსგავს რამეზე ხომ არ არის ლაპარაკი. ჰკითხოს, რატომ არ შეიძლება [მედიკამენტების შეძენა] და თუ შეიძლება, მაშინ დააყენოს ეს საკითხი, ეკლესიისთვისაც კარგი იქნება ეს.

პრობლემა ალბათ თანხის რაოდენობაშია, დიდი ფულია ეს და საიდან უნდა მოვიდეს ეს ფული... არ ვიცი, არ ვარ ჩახედული მეც ვერ დავაყენებდი ასეთ საკითხს ასე ჯიქურ, თუ არ დაველაპარაკებოდი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოვუსმენდი, რატომ გაჩნდა ეს პრობლემა საერთოდ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გარდა ამისა, მიტროპოლიტმა დაკავებულებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებსაც უპასუხა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

მეუფეს თქმით, მას პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის პრობლემა არასდროს ჰქონია.

„ჩვენი ხელისუფლება მგონი ამის დეკლარირებას არ ახდენს, არ აღიარებს, რომ ეს [პატიმრები] პოლიტიკური ნიშნით არის იმიტომ, რომ ძირითადად ვინც ახლა ციხეში სხედან, მათ წაყენებული აქვთ არა პოლიტიკური, არამედ კრიმინალური თუ ადმინისტრაციული ბრალდებები. აქ რა უნდა ვქნათ? რა უნდა მოინანიონ მათ, სად არის ეგრე, რომ ციხეში პატიმარმა თავისი დანაშაული მოინანიოს და გამოუშვან. ერთადერთი, რაზეც არის აქ ლაპარაკი, არის ის, რომ ჩვენ, სასულიერო პირებს არ უნდა გვქონდეს არავითარი შეზღუდვა, რომ მივიდეთ იმ ხალხთან და აღსარება ჩავიბაროთ, ვაზიაროთ და ვანუგეშოთ.

შეზღუდვა არ მქონია, რაღაც იყო ერთი-ორჯერ, მაგრამ ეს სხვა ტიპის მიზეზი იყო, რაღაც არეულობა თვითონ ამ სისტემაში. გაგიგიათ ალბათ, რომ მე განსხვავებულ პატიმრებთან შევდივარ და შეზღუდვა თითქოს არ მქონია. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევდივარ და ვაზიარებ ხოლმე, არასდროს არ მქონია არავითარი შეზღუდვა. სხვათა შორის, ერთადერთო, რაც მისაყვედურეს ჩემმა კოლეგებმა, მღვდელმთავრებმა, ნუ ლაპარაკობ ამის შესახებო. კი ბატონო, ისე ვაკეთებ ახლა ამას, არავინ იცის ამის შესახებ. არაფერია, ამაზე არავინ არც განმიკითხავს. სხვა პატიმრებთანაც ვყოფილვარ, ამ ბოლო დროსაც ვიყავი, აღარ ჩამოვთვლი.

ჩვენი მოქმედი ხელისუფლება უფრო რელიგიური არის თითქოს და ამ თანამდებობის პირებს [პატიმრობაში მყოფი] ყველას თავისი მოძღვარი ჰყავს, ისინიც შედიან [საპატიმროში] და ისინი აზიარებენ. მე ადრე მქონდა ძველ ხელისუფლებასთან რაღაც ურთიერთობა და ამიტომ, რაღაცნაირად ასე გავინაწილეთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე