ანდრეი ერმაკს ოფიციალურად შეატყობინეს, რომ სისხლის სამართლის საქმეშია ეჭვმიტანილი

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოავლინეს ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც კიევის მახლობლად ელიტურ სამშენებლო პროექტებში 460 მილიონი გრივნის გათეთრებაში იყო ჩართული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მის ერთ-ერთ მონაწილეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ეჭვმიტანილობის შესახებ შეტყობინება გადაეცა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ანტიკორუფციულ ბიუროს აღნიშნული პირის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიურო ჩხრეკას ატარებდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეტყობინებას გაუგზავნიდა.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, საქმე კლასიფიცირებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია (გათეთრება)). ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო განმარტავს, რომ პროექტის აქტიური მშენებლობის ფაზა 2021 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდშივე ეჭვმიტანილებმა სცადეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გათეთრება. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, 2021-2025 წლებში თითქმის 9 მილიონი დოლარის ოდენობის თანხები გათეთრდა. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ეს თანხა სხვადასხვა წყაროდან იყო მიღებული, მათ შორის „ენერგოატომის“ კორუფციული სქემებიდან.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მედიაში გაშუქების შემდეგ, მესაკუთრეებმა სცადეს რეზიდენცია „დინასტიის“ მიწის ნაკვეთებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო პროექტების შესაძლო ჩამორთმევისგან გათავისუფლება, თუმცა, გამოძიების დროს, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის შუამდგომლობა და მათ მიწის ნაკვეთები და ხუთი დაუმთავრებელი სამშენებლო პროექტი ჩამოართვა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე