ანდრეი სიბიგა - უკრაინა ევროპას აეროპორტებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად რუსეთთან შუამავლობის გაწევას სთხოვს

უკრაინამ ევროპას რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა, რათა მხარეებმა პირველი მცირე ნაბიჯი გადადგან და ერთმანეთის აეროპორტებზე თავდასხმები შეწყვიტონ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ Politico-ს განუცხადა.

„ჩვენ, ალბათ, გვჭირდება ევროპის ახალი როლი ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევაში. შესაძლოა, ვცადოთ ე.წ. აეროპორტების ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოგვარება ან მიღწევა“, - განუცხადა სიბიგამ გამოცემას.

მისი განმარტებით, წინადადება ორიენტირებული იქნება მოსკოვსა და კიევს შორის შეზღუდულ შეთანხმებაზე, რომ თავს არ დაესხან აეროპორტებს. სიბიგას მტკიცებით, პუტინს შესაძლოა ჰქონდეს სტიმული, ჩაერთოს ასეთ შეთანხმებაში, რადგან რუსეთის ძირითადი ჰაბები - მათ შორის მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტი და სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი - სულ უფრო დაუცველი ხდებიან უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი თავდასხმების მიმართ.

„შესაძლოა, ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა, პლატფორმის ან თუნდაც სპეციალური ჯგუფის შექმნით, განიხილონ [აეროპორტებში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი]“, - განაცხადა სიბიგამ და დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იდეა უკვე განიხილა ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან.

თუმცა, მისი განმარტებით, კიევი ევროპას ვაშინგტონის ჩანაცვლებას არ სთხოვს. სიბიგას თქმით, ნებისმიერი ევროპული ძალისხმევა უნდა აძლიერებდეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე დიპლომატიას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა