გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ჰორმუზის სრუტის საკითხის განსახილველად 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებენ

გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი დღეს 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებენ, რომელზედაც ჰორმუზის სრუტის გავლით სავაჭრო ნაკადების აღდგენის სამხედრო გეგმებს განიხილავენ.

„თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი, ფრანგ კოლეგასთან მინისტრ კატრინ ვოტრენთან ერთად, თანათავმჯდომარეობას გაუწევს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრას, რომელიც მრავალეროვნული მისიის თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის ჯონ ჰილის განცხადებით, იგეგება, რომ დიპლომატიური შეთანხმება პრაქტიკულ სამხედრო გეგმებად იქცეს.

„დიპლომატიურ შეთანხმებას პრაქტიკულ სამხედრო გეგმებად ვაქცევთ, რათა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების მიმართ ნდობა აღვადგინოთ“, - განაცხადა ჰილიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდები გაგზავნეს. საფრანგეთმა რეგიონში თავისი ბირთვული ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ გაგზავნა, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ შაბათს განაცხადა, რომ რეგიონში გამანადგურებელს, HMS Dragon-ს, აგზავნის.

ორივე ქვეყანამ განმარტა, რომ განლაგება „წინასწარი პოზიციონირება“ იყო ნებისმიერი საერთაშორისო მისიის წინ, რომლის მიზანიც საზღვაო გადაზიდვების დაცვა იქნება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი გააფრთხილა, რომ მათი, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის სამხედრო გემები გადამწყვეტ და დაუყოვნებელ პასუხს მიიღებენ.

„მხოლოდ ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეუძლია ამ სრუტეში უსაფრთხოების დამყარება“, - განაცხადა ღარიბაბადიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა