მედია - დონალდ ტრამპი ირანში საბრძოლო ოპერაციების განახლებას ბოლო კვირების განმავლობაში უფრო სერიოზულად განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული ხდება იმით, თუ როგორ აწარმოებენ ირანელები ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს და მისი ზოგიერთი თანაშემწის თქმით, ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად განიხილავს საბრძოლო ოპერაციების განახლებას, ვიდრე ბოლო კვირების განმავლობაში, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დისკუსიებთან დაკავშირებულმა წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ტრამპი მოთმინებას კარგავს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასა და ირანის ხელმძღვანელობაში არსებულ განხეთქილებასთან დაკავშირებით, რაც მათ ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლაში ხელს უშლის.

წყაროების ცნობით, ადმინისტრაციაში სხვადასხვა ბანაკი არსებობს, რომლებიც მოქმედების ალტერნატიული გზები შეთავაზებით გამოდიან. ზოგიერთი, მათ შორის პენტაგონის ოფიციალური პირები, უფრო აგრესიული მიდგომის, მათ შორის წერტილოვანი დარტყმების, მომხრეა იმისთვის, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანონ. ზოგიერთები კი კვლავ ცდილობენ, დიპლომატიას შანსი მისცენ.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, რომელიც ოფიციალური პირია, რეგიონის ქვეყნები და პაკისტანი ინტენსიურად ცდილობენ ირანელებს აუხსნან, რომ ტრამპი იმედგაცრუებულია და ეს მათთვის დიპლომატიაში სერიოზული ჩართვის ბოლო შანსია, მაგრამ როგორც ჩანს, ირანი არავის უსმენს ან სერიოზულად არ აღიქვამს. მისივე თქმით, აშშ და ირანი მოლაპარაკებებისადმი მიდგომაში ორი განსხვავებული ტოლერანტობითა და ვადებით მოქმედებენ და თეირანი ათწლეულების განმავლობაში უძლებს ეკონომიკურ ზეწოლას.

ტრამპი ორშაბათს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა, რათა წინსვლის ვარიანტები განეხილათ. მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები, პრეზიდენტის ჩინეთში გამგზავრებამდე მიიღებენ, რომელიც სამშაბათს შუადღისთვისაა დაგეგმილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა