ერიკ ტრამპი - „ტრამპთაუერ თბილისი“ მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად - ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მას განვახორციელებთ

მოხარული ვარ, გაგიზიაროთ „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური ესკიზი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილი და The Trump Organization-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, სადაც „ტრამპთაუერ თბილისის“ ესკიზის ფოტოს ავრცელებს.

„შესანიშნავი ლოკაციით, თბილისის გულში, ეს კოშკი მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მას განვახორციელებთ!“ – წერს ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად 70-სართულიანი ლაქშერი საცხოვრებელი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

ცათამბჯენი მოიცავს ელიტურ საცხოვრებლებს, სავაჭრო სივრცეებს და სასტუმროს სტილის სერვისებს. მას არქიტექტურული კომპანია Gensler-ი აპროექტებს და მხარს უჭერს კონსორციუმი, რომელიც მოიცავს საქართველოს უძრავი ქონების კომპანია Archi Group-ს და Biograpi Living-ს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა