კირილ დმიტრიევი - ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან საუბრის დაწყების დროა - ენერგეტიკული კრიზისის ცუნამი, რომელიც ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს დაატყდება თავს, ამას გარდაუვალს გახდის

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ მოახლოებული ენერგეტიკული კრიზისი ევროპას რუსეთთან დიალოგს აიძულებს.

„ფინეთის პრეზიდენტი სტუბი მიიჩნევს, რომ „რუსეთისა და უკრაინის მიმართ „ამერიკული პოლიტიკა ევროპის ინტერესებში არ შედის“ და „დროა, რუსეთთან საუბარი დავიწყოთო“. მოახლოებული ენერგეტიკული კრიზისის ცუნამი, რომელიც ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს დაატყდება თავს, ამას გარდაუვალს გახდის“, - წერს დმიტრიევი.

ცნობისთვის, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს.

“თუ ამერიკის პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ ევროპის ინტერესებში არ შედის, მაშინ ჩვენ პირდაპირ უნდა ჩავერთოთ. დიახ, დროა დავიწყოთ რუსეთთან საუბარი. არ ვიცი, როდის მოხდება ეს. ჩვენ განვიხილეთ ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც დაამყარებენ კონტაქტს, მაგრამ ჯერ არ ვიცით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაფერი ჩვენს შორის უნდა იყოს კოორდინირებული, განსაკუთრებით E5-ს (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი) და სკანდინავიურ და ბალტიის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა სტუბმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა