მიტროპოლიტი ილარიონი ვარაუდობს, რომ ახალარჩეული პატრიარქი პროტესტის ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებს

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ვარაუდობს, რომ „ახალარჩეული პატრიარქი დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე დააყენებს საკითხს“.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია უნდა შედგეს.

„მე არ მაქვს ინფორმაცია, მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს. მე დავუჭერ მხარს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მან გაერთიანებულ კრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„გუშინ შედგა სინოდალური გაერთიანებით კრება. საკითხი გახლდათ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. სინოდალურმა სხდომამ ჩაიარა მშვიდ გარემოში, ღიად ჩაიარა. 22 ხმით იქნა გამორჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე.

საერთოდ კათოლიკოს-პატრიარქების არჩევა ხდება სვეტიცხოვლის ტაძარში. ეს არის დადგენილი წესი. სხვა ტაძარში ეს არ ხდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვაქვს ერთსულოვნება. მომავალი პატრიარქი სიბრძნით, გონიერებით წარმართავს თავის მოვალეობას. მინდა რომ დავლოცო, ვუსურვო სიმტკიცე რწმენაში, სულიერებაში, მრავალჟამიერი სიცოცხლე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე